logo_geo
eng_logo
უკრაინაში მეგის ქარდავას საქმის მოსამართლე მოკლული იპოვნეს
- +

12 სექტემბერი. 2021. 16:51

 

უკრაინაში გარდაცვლილი იპოვნეს მოსამართლე, რომელმაც ორი დღის წინ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე განიხილა და  საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

 

უკრაინული მედიიის ცნობით, მოსამართლე ვიტალი პისანცის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვნეს, სადაც ის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე სტუმრებს მასპინძლობდა.

 

ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

 

საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

 

უკრაინული პრესა არ გამორიცხავს,  რომ ფაქტი მოსამართლის საქმიანობას უკავშირდებოდეს.

 

ამასთან, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ მორიგი პროცესი ხვალ, 13 სექტემბერს არის ჩანიშნული.

right_banner right_banner
არქივი
right_banner