logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა
- +

12 სექტემბერი. 2021. 18:39

 

 

„მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა“, - ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე არის სამი მონაკვეთი, რომელიც მეწყრული თვალსაზრისით საყურადღებოა. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლო მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება.

 

„მაჭავარიანის ქუჩასთან საერთოდ კავშირი არ აქვს. ახალი პროექტი, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი სამანქანო გზა რომელიც კეთდება, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არის სამი კონკრეტული ლოკაცია, რომელიც თავიდანვე ცნობილი იყო და ამ ლოკაციებზე მიდის დამუშავება, რათა მეწყერსაშიში ადგილები და საფრთხეები ყველანაირად მოხსნილი იყოს, როდესაც პროექტი დასრულდება და გზა გაიხსნება.

 

ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია და კონკრეტული მეწყრული ადგილების დამუშავება მიმდინარეობს. არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. იქ არც ადამიანები გადაადგილდებიან და არც მოძრაობაა ამ კონკრეტულ სივრცეში. ეს გზა ჯერ გახსნილი არ არის და მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშოები, პარალელურად - აღნიშნული პრობლემური არიალების დამუშვება“, - განაცხადა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner