logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ტვ პირველს": თქვენი ტელევიზიის მენეჯმენტი გაზრდილია პავლიკა მოროზოვის ღირებულებებზე
- +

13 სექტემბერი. 2021. 13:57

 

„როდესაც თქვენი ტელევიზიის ეთერში აჩვენებთ, როგორ ლანძღავს ძმა ძმას, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ტელევიზიის მენეჯმენტი გაზრდილია პავლიკა მოროზოვის ღირებულებებზე“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც უმრავლესობის წევრის გოგი მეშველიანის მისამართით, მისი ძმის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს შეეხებოდა.

 

„ყველა ტელევიზიას აქვს თავისი ღირებულებები. როდესაც თქვენი ტელევიზიის ეთერში აჩვენებთ, როგორ ლანძღავს ძმა ძმას, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ტელევიზიის მენეჯმენტი გაზრდილია პავლიკა მოროზოვის ღირებულებებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner