logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ყველა მაჩვენებლით, ეპიდსიტუაცია უმჯობესდება
- +

13 სექტემბერი. 2021. 14:40

 

„გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა. ყველა მაჩვენებლით, ეპიდსიტუაცია უმჯობესდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის პროცენტი და ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი კლებადია.

 

„ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა, რა თქმა უნდა, ჯერ ბევრია, მაგრამ აღარაა 60-70 და 80. ყველა მაჩვენებელი დამშვიდებისკენ მიდის. სტაბილური სვლის შესანარჩუნებლად, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული. ჯერ, თვითდამშვიდების უფლებას არაფერი გვაძლევს. პირველ რიგში, არსებული რეკომენდაციები უნდა დავიცვათ და გავამკაცროთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner