logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს წევრებთან ერთად რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას გაეცნო
- +

13 სექტემბერი. 2021. 18:46

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს წევრებთან ერთად საქართველოს რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესს გაეცნო.

 

ცესკოს წარმომადგენლებმა სამი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გორის, ხაშურის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქობულეთისა და ოზურგეთის  საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართეს. გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს წევრებთან ერთად პირადად დაათვალიერა ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში განთავსებული გადათვლის ცენტრები, სადაც  შემთხვევითობის პრინციპით წილისყრით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა და ვიდეოგადაღება განხორციელდება. ოზურგეთში კი ცესკოს ხელმძღვანელი პირები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგის მე-4 ეტაპს დაესწრნენ.

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ წევრებთან ერთად გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან ერთად ის საკითხები განიხილეს, რომელიც უსკოს წევრების ჩართულობით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადებას შეეხება.

 

სამუშაო შეხვედრები რეგიონებში 10-12 სექტემბერს გაიმართა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner