logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციისთვის არჩევნების თარიღად 3 რიცხვია ჩანიშნული, ისინი დესტრუქციისთვის ემზადებიან
- +

15 სექტემბერი. 2021. 14:18

 

„მელიამ, ვაშაძე ჯუნიორს სმს-ების გაგზავნის ექსკლუზივი „აახია“ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქეთა ტელეფონებზე სმსები იგზავნება, რომელიც ხალხს მოახლოებული რეფერენდუმის შესახებ აუწყებს, ამის შემდეგ კი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა, ორკესტრირებულად გაავრცელეს განცხადება, რომელიც კვლავ რეფერენდუმს შეეხება. ეს ხომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა?“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ მოსახლეობისთვის გაგზავნილ სმს შეტყობინებებს, რომელშიც აღნიშნულია მოახლოებული რეფერენდუმის შესახებ.

 

ჩიხელიძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, მოსახლეობა დააჯეროს, რომ რეფერენდუმი იმართება, რაც მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ჩიხელიძე საზოგადოებისთვის განმარტებას აკეთებს, თუ როგორი ფორმულირების შეიძლება იყოს რეფერენდუმის ბიულეტენის კითხვა:

 

„აღნიშნული საკითხის მარტივად „გატარება“ არ შეიძლება, რადგან ადამიანთა გარკვეულ ჯგუფი (ოპოზიცია) მიზანმიმართულად ცდილობს მოსახლეობა დააჯეროს, რომ რეფერენდუმი იმართება, რაც მტკნარი სიცრუეა.

 

ვხედავ რა ოპოზიციის ტვინდახშულობას, გადავწყვიტე საზოგადოებას განვუმარტო როგორი ფორმულირების შეიძლება იყოს რეფერენდუმის ბიულეტენის კითხვა (საქართველოს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ მუხლი 22.

 

სარეფერენდუმო ბიულეტენი 1. სარეფერენდუმო ბიულეტენში აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: „დიახ“ - „არა“). როგორც ვიცით, 2 ოქტომბერს ტარდება არჩევნები, რომლის ბიულეტენში არა ორი სავარაუდო პასუხი, არამედ 50-მდე პარტია არის მითითებული. ოპოზიციას ვურჩევ, კარგად შეისწავლეთ კანონმდებლობა, თქვენს წინასაარჩევნო კამპანიას ტყუილზე ნუ ააგებთ, რადგან ეს თქვენს წინააღმდეგ მუშაობს.

 

რაც შეეხება 2 ოქტომბრის არჩევნებს, შარლ მიშელის დოკუმენტი აღარ არსებობს, შესაბამისად ეს თვითმმართველობის რიგითი არჩევნებია, რომელიც საქართველოში უკვე მერვედ იმართება. როგორც ვხედავთ, ოპოზიციისთვის არჩევნები მეორეხარისხოვანია, რადგან მათი კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებსაც კი არ მართავენ. რას ვიზამთ, ისინი მიიჩნევენ, რომ ხალხზე მაღლა დგანან და მათთან შეხვედრა ცუდ ტონად მიაჩნიათ. გარდა ამისა, ოპოზიცია მიზანმიმართულად ამბობს უარს საარჩევნო ბანერზე, რაც მიძლიერებს ეჭვს, რომ ოპოზიციისთვის არჩევნების თარიღად 3 რიცხვი არის ჩანიშნული, ისინი სწორედ არჩევნების შემდეგი დღისთვის და დესტრუქციისთვის ემზადებიან, მაგრამ წინ დიდი იმედგაცრუება ელით, რადგან არჩევნებზე, ხალხი იმდენად ნათლად აჩვენებს მათდამი უნდობლობას, რომ გარეთ გამოსვლის სურვილიც კი არ ექნებათ!“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner