logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საქართველოში ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ამომრჩევლის ხმას იცავს, არის ცესკო
- +

15 სექტემბერი. 2021. 18:47

 

 

„არსებობს ბუნდოვანი მიზნების მატარებელი ორგანიზაცია, „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“, რომელიც მავნებელთა ბუნაგად იქცა. ყველა ვისაც კი ცესკოსთვის ქვის სროლა უნდა, აღნიშნულ ორგანიზაციაში დაპორტირდა, იქნება ეს „სირცხვილია“ თუ ორი აკაკი“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

ჩიხელიძე სამოქალაქო საარჩევნო კომისიას და მის სპიკერებს რეალური ფაქტებით საუბრისკენ მოუწოდებს:

 

„რამდენიმე დღის წინ ახალი თემის შემოგდება სცადეს, კერძოდ მკვდარ სულებზე დაიწყეს საუბარი. რა თქმა უნდა, მათ მხარი პარტიულმა ტელევიზიებმა აუბეს და მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია გადაამოწმეს, როგორც იტყვიან მელამ საკუთარი კუდი მოწმედ მოიყვანა. რაც შეეხება ყბადაღებულ მკვდარი სულების თემას, წაიკითხეთ შესაბამისი ნორმატიული თუ საკანონმდებლო აქტები და ნახავთ, რომ ცესკო სიის ფორმირებისას მარტო არ არის და მასში რამდენიმე უწყებაა ჩართული. შეუძლებელია გარდაცვლილი ადამიანის სიიდან ამოღება მყისიერად მოხდეს, რადგან სიები (იუსტიციის სახლის მიერ) ცესკოს განსაზღვრული ინტერვალით მიეწოდება, შესაბამისად შეუძლებელია პირობითად 10 რიცხვში მიწოდებულ სიაში არ იყოს 11 რიცხვში გარდაცვლილი ადამიანი.

 

დესტრუქციული ორგანიზაცია, 1930 წელს შემდგომ დაბადებულ ამომრჩეველთა რიცხოვნობით მანიპულირებს სტატისტიკა კი სხვა რეალობას გვაჩვენებს. (იხ. ფოტო, 1930 წელს შემდგომ დაბადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა).

 

რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტს, ის რომ საქართველო საცხოვრებელ სახლში ჩაწერის ამბავი მოუწესრიგებელია, არახალია, ეს არც იუსტიციის სახლის და მით უფრო ცესკოს ბრალი არ არის. არამედ ეს არის მოქალაქეების ბრალი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადამიანის ამოწერის მიზნით, შესაბამის უწყებასა არ მიმართავს. მოვუწოდებ სამოქალაქო საარჩევნო კომისიას და მის სპიკერებს, ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მცდელობის ნაცვლად რეალური ფაქტებით ისაუბრეთ და დასახელება თავში არ აგივარდეთ, რადგან საქართველოში ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ამომრჩევლის ხმას იცავს, არის ცესკო, სხვა ყველა ორგანიზაცია, მათ შორის „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ კანონგარეშე წარმონაქმნი, ფსევდოორგანიზაციაა.

 

პ.ს. დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია. განახლებული მონაცემთა ბაზა, ამომრჩეველთა სიებით მანიპულაციებს გამორიცხავს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner