logo_geo
eng_logo
მაია რჩეულიშვილმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
- +

17 სექტემბერი. 2021. 13:16

 

„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

 

მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

 

„დღეს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება მაია რჩეულიშვილთან და „ცენტრ-პოინტის პრობლემები ფაქტობრივად, დაზარალებულების პრობლემები ფაქტიურად ამოიწურა. უახლოეს მომდევნო პერიოდებში ეს ადამიანები მიიღებენ თავიანთ კუთვნილ ფართებს. ამ საკითხის მოსაგვარებლად მაია რჩეულიშვილის წვლილი არის ძალიან დიდი. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარება მოხერხდა იმ ქონებით, რა ქონებაც „ცენტრ-პოინტს“ წლების განმავლობაში ჰქონდა სრულიად ლეგალურად, კანონიერად და სწორედ ამ ქონების რეალიზაციით. ინვესტორებზე გადაცემით ხდება დაზარალებულთა უფლებების დაკმაყოფილება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს. მისი გათავისუფლების შემდეგ „ცენტრ-პოინტის“ ყველა საქმე უნდა იყოს დასრულებული. განაჩენი სასამართლომ მიიღო და ციხეზე გადმოგზავნა“, – აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

 

„ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს სასამართლომ 2019 წლის აპრილში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner