logo_geo
eng_logo
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს უჭერს
- +

17 სექტემბერი. 2021. 14:07

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკა მელიას წერილობითი განცხადება განიხილა, მისი ნამდვილობა დაადგინა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

 

საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

 

„დღევანდელ სხდომაზე ერთი საკითხია, რადგან სხვა მიმდინარე საკითხები კომიტეტის სამუშაო დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ არის. ერთი საკითხი იყო სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით და საკითხი მომხსენებელმა ითხოვა საკითხის გადადება და ამიტომ აღარ განიხილება. საკითხი, რომელიც დღეს განიხილება, ჩვენი მხრიდან, თავად კომიტეტის მხრიდან აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკური მდგენელისგან, რამეთუ ჩვენ მკაფიოდ განსაზღვრული გვაქვს რეგლამენტისა და კონსტიტუციის მიხედვით ასეთი ტიპის განცხადებაზე რა ვადებში და როგორ უნდა მოხდეს რეაგირება, ამიტომ ჩვენ ზუსტად იმ კალენდარულ და იმ არითმეტიკულ ვადებს მივყვებით, რაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ამ შემთხვევაში რეგლამენტის მიერ. წინა შემთხვევაშიც როცა შემოტანილი იყო ბევრი დეპუტატის განცხადება, მაშინაც ჩვენ ვადების მიხედვით, მკაცრი დაცვით განვიხილეთ ეს საკითხები. როგორც იცით, ეს საკითხი გადის პარლამენტის სხდომაზე და ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ახლაც თავიდან ბოლომდე მივდევთ ამ მოთხოვნებს. თუ აქ არსებობს რაიმე პოლიტიკური მდგენელი და პოლიტიკური ნება, ეს არის განმცხადებლის პირადი სურვილი, რით არის ეს გამოწვეული, მან უნდა ახსნას ალბათ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ არის ჩვენი კომიტეტის პრეროგატივა, ჩვენ ამას გადავცეთ ბიუროს და როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს, არ ვიცით, ეს რიგითი იქნება, თუ რიგგარეშე შეტანილი იქნება ეს საკითხი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner