logo_geo
eng_logo
სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ახალგაზრდებს შეხვდა
- +

18 სექტემბერი. 2021. 14:19

 

 

 

 თვითმმართველობის წინასაარჩევნო  კამპანიის ფარგლებში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ახალგაზრდებს შეხვდა

 

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალგაზრდებს გააცნო ყველა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში  განხორციელდა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

 

როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ბოლო 4 წელიწადში 2 523 კვ/მ ფართობზე აშენდა სპორტული მოედნები, მოეწყო რეკრეაციული სივრცეები და სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა.

 

 

 

სიმბოლურია, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრა სწორედ  ახლად აშენებულ სკვერში გაიმართა.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თვითმმართველობაში ახალგაზრდების  ჩართულობის გაზრდის აუცილებლობას, სწორედ ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი ახლებური ხედვით,  უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და კრეატიული იდეებით არაერთი წარმატებული პროექტი შესთავაზოს მუნიციპალიტეტებს, ჩაერთონ მათ საქმიანობაში.

 

შეხვედრა ინტერაქციის რეჟიმში წარიმართა, არაერთი საინტერესო კითხვა დაისვა მაჟორიტარის მისამართით. ახალგაზრდები განსაკუთრებით განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით და უცხოეთში სწავლის დაფინანსების საკითხებით დაინტერესდნენ, რაზეც მაჟორიტარის მხრიდან ამომწურავი პასუხი მიიღეს.

 

ახალგაზრდები სამგორის რაიონში მეტი სპორტული მოედნების და ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობის ინიციატივით გამოვიდნენ.

 

შეხვედრას თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner