logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 534 პაციენტი
- +

20 სექტემბერი. 2021. 10:17

 

 

საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 534 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 503 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 912, „პისიარ“ ტესტით – 5 591.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,29%, ბოლო 14 დღის – 7,14%, ბოლო 7 დღის – 6,91%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 595 926 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 563 530 გამოჯანმრთელდა, 8 575 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა  1 655 040 აცრა, დღიურად აცრილია 7 720.

 

კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 445 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 036 პირი.

 

ამასთან, 19 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 954 პაციენტი, გარდაიცვალა 43 ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner