logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: თუ დეკემბერში ვაქცინაციის 60%-იან ზღვარს ვერ გადავლახავთ, გაგრძელდება შეზღუდვები
- +

20 სექტემბერი. 2021. 11:59

 

 

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ დღიურად 20 ათასი აცრა არ გაკეთდება, მაშინ რეალური რისკი არსებობს იმის, რომ დეკემბრის ბოლოსთვის 60 %-იანი ზღვარის გადალახვა ვერ მოხერხდება.

 

მისი თქმით, თუ დეკემბერში ვაქცინაციის 60%-იან ზღვარს ვერ გადავლახავთ, გაგრძელდება შეზღუდვები, ნიღბის ტარების ვალდებულება და ის არაკომფორტული გარემო, რაც ქვეყანაშია შექმნილი.

 

„თუ მომდევნო დღეების, სამუშაო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვაქცინირებულების რაოდენობამ 20 ათასს არ გადააჭარბა, მაშინ რეალური რისკია იმისა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ვერ მოვახერხოთ 60 %-იანი ზღვარის გადალახვა. ეს რისკი მართლაც არსებობს. თუ ვერ გადავლახავთ დეკემბერში 60%-იან ზღვარს, გაგრძელდება შეზღუდვები, ნიღბის ტარების ვალდებულება და ის არაკომფორტული გარემო, რაც ქვეყანაშია შექმნილი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner