logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მეგის ქარდავა არ იყო ინდივიდი, ის იყო სისტემა
- +

20 სექტემბერი. 2021. 13:40

 

 

„ნაციონალური მოძრაობისგან“ გვესმის ისეთი საკითხებით მანიპულირება, როგორიც არის ზიზღი და ძალადობა, ამ პოლიტიკის ნაწილიც იყო მეგის ქარდავა, ის არ იყო ინდივიდი, ის იყო სისტემა", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„იცით, რომ შედგა თანამშრომლობა უკრაინასთან, გადმოსცა საქართველოს ადამიანი, რომელსაც ხუთ სხვადასხვა საქმეზე მისჯილი აქვს, არ შემეშალოს – ოთხი წელი, ოთხი წელი, შვიდი წელი, ცხრა წელი, ცხრა წელი. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, სასჯელის დაჯამება აღარ მოქმედებს, მაგრამ ადრე იყო ეს და რომ დააჯამოთ, ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე და ხუთ სხვადასხვა საქმეზე კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. ყველა საქმე არის წამების, არაადამიანური მოპყრობის და ა.შ. შინაარსში შესვლაც კი რთულია, ისეთ მძიმე საქმეებთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ასეთი საკითხების ფონზე, გვესმის „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისეთი საკითხებით მანიპულირება, როგორიც არის ზიზღი და ძალადობა, რომლის პოლიტიკის ნაწილიც იყო სწორედ მეგის ქარდავა და ის არ იყო ინდივიდი, ის იყო სისტემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, მეგის ქარდავა ბრალს არ აღიარებს, რადგან დღემდე ჰგონია, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. პაპუაშვილის განცხადებით, ქარდავას ჰგონია, რომ სისტემა, რომლის ნაწილიც იყო წამება, იყო სწორი სისტემა და შესაბამისად, ამ კუთხით თავს დამნაშავედ არ იგრძნობს.

 

„დღეს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს, თითქოს „ქართული ოცნება“ არის ბოროტება, ის „ქართული ოცნება“, რომელმაც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში 25 000-დან 9 000-მდე ჩამოიყვანა და სიკეთე არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მანამდე 10 000 მსჯავრდებული აიყვანა 25 000 მსჯავრდებულამდე, სწორედ ეს არის ფარისევლობა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მათ გასცენ პასუხი ამ კითხვას. როგორ, რა გააანალიზეს საერთოდ იმ პერიოდიდან, როდესაც მათი პოლიტიკური სისტემა ეფუძნებოდა მეგის ქარდავას, მსგავს ადამიანებს და მსგავსი ჯაჭვი ჰქონდათ აწყობილი ზოგადად, სახელმწიფოს მართვის. დღეს, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა საუბრობს ისე, რომ ბოლომდე არ ემიჯნება ამ სისტემას.

 

ჩვენ ვნახეთ და ყველას გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, როდესაც ზიზღის ენაზე ვსაუბრობთ, ჩახედეთ სოციალურ ქსელებს, როგორი ნარატივის შემოტანა სურთ. კი მაგრამ, იყო თუა, რა დამნაშავე, იქნებ ეს იყო ადამიანი, რომელმაც ცოტა ზედმეტი ძალა გამოიყენა, იქნებ ის, ვინც აწამა, აქამდეც კი მიდიან, „ნაციონალური მოძრაობა“ აქამდეც კი მიდის, რომ ის ვინც აწამა, იქნებ ის ადამიანი მოღალატე იყო და საწამებელი იყო. ასეთ თემებზე მსჯელობენ.

 

რა თქმა უნდა, არ აღიარებს ბრალს, რადგან მას დღემდე ჰგონია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან მას დღემდე ჰგონია, რომ ის სისტემა, რომლის ნაწილიც იყო წამება, იყო ადამიანის ღირსების შელახვა, დღემდე დარწმუნებული ვარ, ფიქრობს, როგორც მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფი, რომ ეს იყო კარგი და სწორი სისტემა და რა თქმა უნდა, ის ამ კუთხით თავს დამნაშავედ არ გრძნობს. ამაზე ვსაუბრობთ. ჩახედეთ სოციალურ ქსელს, ჩახედეთ როგორ ცდილობენ მის ქმედებების გამართლებას იმით, რომ მისი წამების ობიექტები არ იყვნენ კარგი ადამიანები, ძალიან რბილად რომ ვთქვათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner