logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე - რიგგარეშე სხდომის ჩატარება არავითარი ფუნქციის მატარებელი არ არის
- +

20 სექტემბერი. 2021. 15:08

 

 

"რიგგარეშე სხდომის ჩატარება არავითარი ფუნქციის მატარებელი არ არის", – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ლელოს“ ინიციატივაზე განაცხადა, რომელიც ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას ეხება.

 

„ამ საკითხების ირგვლივ ფაქტები გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ინფორმირებული უნდა ვიყოთ. ვისი ინტერესიც არსებობს, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, ხელისუფლებაა. პოლიტიკური შოუების მოსაწყობად და პოპულიზმისთვის ნიადაგის შესაქმნელად არ არის საპარლამენტო სხდომები განსაზღვრული. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცხადებული აქვს თავისი გეზი და მათი მოქმედება თითოეულ გადაწყვეტილებაში ვლინდება. ისინი ყველა პოლიტიკურ პროცესს ისე უყურებენ, რომ ყველაფერი გამოყენებული იყოს არევისთვის, დესტრუქციისთვის, რათა კონსტიტუციური ორგანოების მხრიდან მათი ფუნქცია ვერ სრულდებოდეს. არ გამიკვირდება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფარული ჩანაწერები გამოიყენონ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შექმნან ხელოვნურად, რაც მათი პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული“,- განაცხადა სარჯველაძემ.

 

ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს „ლელოს“ ინიციატივას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner