logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დმანისში დაჭრაში ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
- +

22 სექტემბერი. 2021. 17:43

 

 

„ერთი დამატებითი ფაქტი გამოიკვეთა - ამ კონკრეტულ ქმედებაში ეჭვმიტანილს აქვს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორც ჩვენ ვიცით“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან დმანისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას აღნიშნა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, თუ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობამ“ მიზანმიმართული პროვოკაცია განახორციელა, ეს ამ პარტიის პასუხისმგებლობას დაამძიმებს.

 

„თუ ეს გამოიკვეთა და თუ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ცოტა ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება პირს, ვინც ეს ჩაიდინა, ზომები არის კიდეც მიღებული - პირი არის დაკავებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები შემდგომი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს. შსს-მ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი ადამიანი დააკავა.

 

დმანისში მომხდარ დაპირისპირებას უკვე გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მომხდარს აბსოლუტურად გაუმართლებელი და სრულიად მიუღებელი უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner