logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ნამახვანჰესზე: როგორც ვიცი, აეს საბოლოო გადაწყვეტილება არაა
- +

22 სექტემბერი. 2021. 17:43

 

 

„რუსული დაკვეთით თუ ა.შ. იყო ძალიან ბევრი არასასიამოვნო აქტივობა. ბევრი ადამიანი შეიძლება მართლა გულწრფელი იყო და მართლა სჯეროდა, რადგან პიარულად და პროპაგანდისტულად აჯერებდნენ რაღაცებს. ზოგიერთი შეიძლება ვიღაცის შეკვეთით მოქმედებდა, მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, მაგრამ მედიაციის ის პლატფორმა, რომელიც ჩვენ თან ერთად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგებს დადებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის კომენტირებისას​ განაცხადა.

 

„ეს წინასწარი შეტყობინება, შეიძლება ვცდები, მაგრამ არ მგონია საბოლოო გადაწყვეტილების ისეთი საფუძველი, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ ჯდება. მედიაციის შედეგებზე დაყრდნობით უნდა ვიმსჯელო. როგორც მე ვიცი, ამ წუთის მონაცემებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner