logo_geo
eng_logo
ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის ოფისთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
- +

23 სექტემბერი. 2021. 15:42

 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, იქვე მედიის წარმომადგენლებს ნიკა მელია ესაუბრებოდა, რომელიც დიპლომატებთან შეხვედრაზე შედიოდა.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას მელია აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს. ამის შემდეგ ის ირაკლი კობახიძესთან მიიჭრა და მმართველი გუნდის ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძემ კი მელიას პროვოკატორი და „ხულიგანი“ უწოდა.

 

„ეს არის მაგალითი, თუ როგორ აწყობენ პროვოკაციებს ეს ნაძირლები და ბინძურები. პროვოკატორი, „ხულიგანი“ უინტელექტო, ბინძური კაცი“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს და ადგილი დატოვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner