logo_geo
eng_logo
ბიზნესმენი დევიდ ლი: თუ უყურებ „მთავარ არხს“, გაჩვენებენ აქციებს, ძალადობას და სააკაშვილს... ეს გიქმნის ყალბ აღქმას, თუ რა ხდება საქართველოში
- +

23 სექტემბერი. 2021. 18:01

 

„პოლიტიკური ბილბორდების გამოყენება კარგი გზაა ფართო აუდიტორიამდე სათქმელის მისატანად. დღეს საქართველოში ბევრი ადამიანი ცხოვრობს ე.წ. „ბაბლებში“, თუ უყურებ „მთავარ არხს“, რამდენიმე საათში ერთხელ შენ გაჩვენებენ აქციებს, ძალადობას და სააკაშვილს... ეს გიქმნის ყალბ აღქმას იმისა, თუ რა ხდება საქართველოში, რეალურად აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში“, - ასე ეხმიანება კომპანია „მაგთიკომის“ ყოფილი პრეზიდენტი დევიდ ლი პოლიტიკურ ბილბორდებს, რომლებზეც ყოფილი ხელისუფლებისა და მათთან აფილირებული მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

 

მისი აზრით, მსგავსი ბილბორდები მისაღებია, რადგან ბევრი ადამიანის პოზიციას გამოხატავს. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი, რადგან სწორედ ეს არის ევროპული ღირებულება.

 

„მე მომწონს ბილბორდები და ადამიანები, ვისაც აქვთ სათქმელი და კონკრეტული მესიჯი გასახმოვანებელი. ეს ადამიანები უნდა იყვნენ წახალისებული, რომ იქირაონ და განათავსონ ბანერები. საქართველო არის წამყვანი დემოკრატიის რეფორმატორი რეგიონში და მსოფლიოში ცნობილია ჩვენი სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში ინვესტორების და ბიზნესმენების ხმა ისმოდეს. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ გამოხატოს საკუთარი აზრი. სწორედ ეს არის ევროპული ღირებულება“, - განაცხადა დევიდ ლიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner