logo_geo
eng_logo
რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველი, ორკილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
- +

23 სექტემბერი. 2021. 19:37

 

 

გაიხსნა რიკოთის პირველი, ორკილომეტრიანი მონაკვეთი. ისტორიული დღეა საუკუნის პროექტის, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობაში. ამ ორკილომეტრიან მონაკვეთზე გვაქვს სამი გვირაბი და ექვსი ხიდი. რეალურად ეს არის პირველი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, უკვე ფიზიკურად შეიგრძნონ, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტის მაგისტრალური გზა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

 

რიკოთის მაგისტრალის პირველ, ორკილომეტრიან, ორზოლიან ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა. ამჟამად მოძრაობა გაიხსნა ორკილომეტრიანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის ორ ზოლზე (ცალ მიმართულებაზე), ხოლო პარალელურად არსებულ ორზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

 

ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს ექვს ხიდსა (სიგრძით: 98 მ; 65 მ; 98 მ; 98 მ; 65 მ და 131 მ) და სამ გვირაბს (სიგრძით: 70 მ; 182 მ; 100 მ).

 

„მოძრაობის გადმორთვის პირობებში, უკვე მეორე ორზოლიან მონაკვეთზე ინტენსიურად გაგრძელდება სამუშაოები და მთლიანობაში, პროგრესის გათვალისწინებით, უკვე მომდევნო მონაკვეთების გახსნა გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

 

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, სულ აშენდება 51.6 კმ-მდე კმ გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი. ინტენსიური უკვე სამუშაოები მიმდინარეობს 71 ხიდზე და 47 გვირაბზე, ხოლო რვა გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 80 პროცენტი აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.

 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რიკოთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და საქართველოს ლოჯისტიკურ და სატრანზიტო ჰაბად ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

 

აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner