logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: როდესაც იცი, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს ადამიანს და მის მიმართ ახორციელებ პროვოკაციას, ამაში მორალი არ არსებობს
- +

25 სექტემბერი. 2021. 15:52

 

„ძალადობას არაფერი ამართლებს, მაგრამ რა იყო ამ ძალადობის საფუძველი და რამდენად ამორალურია პროვოკაციის ხასიათი, როდესაც იცი რომ ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ადამიანს და მაინც და მაინც მის მიმართ ახორციელებ პროვოკაციას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, ამაში მორალი არ არსებობს, ამაში არის მხოლოდ ამორალურობა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დმანისის ინციდენტზე საუბრისას.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დამოკიდებულება, რომ მამამ შვილის საქციელზე პასუხი აგოს, მოძველებულია.

 

მისივე თქმით, ეს არ იყო მარტო იმდღევანდელი ფაქტი. წინა დღეების განმავლობაში იყო პროვოკაციების მთელი კასკადი.

 

„ვხედავდით ცენტრალიზებულად დაგეგმილ პროვოკაციებს. ხელვაჩაურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი და სხვა აქტივისტები შეიჭრნენ ჩვენს ოფისში, კიდევ კარგი, უმკაცრესად გვყავდა გაფრთხილებული და თხოვნა გვქონდა ჩაშლილი შტაბებში, რომ რაც არ უნდა ქნან, პროვოკაციაზე არ წამოეგოთ და მადლობა მინდა მათ გადავუხადო, რომ ამ პროვოკაციაზე არ წამოეგენ. გახსოვთ წინა ინციდენტი, ჟურნალისტებს მეორე სართულიდან ყრიანო, დრამაქვინი გვარამია რომ იძახდა, იქაც იგივე სიტუაცია იყო ლოკაციის თვალსაზრისით, მოაჯირი საერთოდ არ აქვს იმ ოფისში და ოდნავი ძიძგილაობაც კი შეიძლებოდა გამხდარიყო იმის საფუძველი, რომ ამ დრამაქვინს მეორე დღეს ან იმავე დღეს ეძახა, რომ ვიღაც გადმოაგდეს მეორე სართულიდან, კიბეზე რომ ვიღაც ჩავარდნილიყო.

 

რაც შეეხება დმანისს, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ოჯახმა ეს ინფორმაცია გაავრცელა, დმანისში მათ პროვოკაციაზე წამოაგეს მძიმე ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი და როგორც გვიყვებიან, კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ იყო მიმართული, რადგან იცოდნენ, რომ ეს ადამიანი მარტივად წამოეგებოდა ამ პროვოკაციაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner