logo_geo
eng_logo
თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ვერის პარკის რეაბილიტაციისათვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო
- +

13 ოქტომბერი. 2021. 11:18

 

 

„თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ვერის პარკის რეაბილიტაციისათვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო“- ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადა.

 

„ვერის პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული სარეკრეაციო სივრცეა, საჭიროებს სრულ განახლებას. არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, ძალიან მძიმეა. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭიროა წინასაპროექტო კვლევა, დეტალური დიზაინის პროექტი და შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით, შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი პირველადი სახე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

საპროექტო სამუშაოების ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner