logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის დიპლომატიური სკოლის მსმენელებს და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
- +

14 ოქტომბერი. 2021. 11:17

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის, ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის და ესტონეთის ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

საუბრის ძირითად თემას შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო წარმოადგენდა. მხარეებმა ასევე. მიმოიხილეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ყარაბაღის ომის შემდგომ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება. ყურადღება გამახვილდა გლობალურ ჭრილში მათ შორის, ავღანეთიდან ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრისას, ესტონეთის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებით, დაინტერესდნენ. განსაკუთრებით კი, საქართველოს ნატოში წევრობასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებზე გამახვილდა ყურადღება. ასევე, მათ კითხვები ჰქონდათ 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით.

 

ისინი დაინტერესდნენ რამდენად მოახერხებს საქართველო ასეთ გართულებულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში საჭირო რეფორმები განახორციელოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner