logo_geo
eng_logo
რიშარდ ჩარნეცკი: საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენს ინტერესშია საქართველოს პროგრესი
- +

16 ოქტომბერი. 2021. 02:53

 

 

„ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, მაგრამ ასევე ევროკავშირისთვის. მიზეზი საქართველოსა ევროკავშირს შორის პარტნიორობა და თანამშრომლობაა. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენს ინტერესშია საქართველოს პროგრესი, საქართველოს წარმატება და საქართველოს ევროპული გზა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რიშარდ ჩარნეცკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. საქართველოში გვინდა იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე და ეს სურვილი გვაერთიანებს ყველას. მე ვიქნები საქართველოში ჩემს კოლეგებთან ერთად და აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენ მოვდივართ არა როგორც მასწავლებლები ან მოსამართლეები, პროკურორები, არამედ დამკვირვებლები. ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. გვექნება შეფასებები და გავმართავთ პრესკონფერენციას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა რიშარდ ჩარნეცკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner