logo_geo
eng_logo
თორნიკე მოლაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს გახდება პოლიტპატიმარი, ვერც საქართველოს პრეზიდენტი ვერ იქნება
- +

16 ოქტომბერი. 2021. 14:16

 

„მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს გახდება პოლიტპატიმარი. ეს პიროვნება არის დამნაშავე, კრიმინალი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ტერორისტი, ისე შემოიპარა ქვეყანაში, არაჟნებში დამალული, კაცობაც კი არ ეყო“, - ამ სიტყვებით მიმართა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილებს.

 

მისივე თქმით, სააკაშვილი ვეღარასდროს დაიბრუნებს პრეზიდენტის თანამდებობას.

 

„ის ვეღარასდროს გახდება პრეზიდენტი. ამ კაცს სიმართლემ ზნეობა არ გააჩნია. ვერ წარმოიდგენთ, როგორ არ დაახამხამებს თვალს და ათობით კაცს გამოასალმებს სიცოცხლეს. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს ჩემზე კარგად იციან მათ, ვინც მას იცავენ“, - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

 

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner