logo_geo
eng_logo
მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი - პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?
- +

17 ოქტომბერი. 2021. 10:33

 

 

პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან.

 

„შერიგება საღმთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი. შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს, პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?“, – წერს დიმიტრი შიოლაშვილი.

 

ამასთან, დიმიტრი შიოლაშვილი ავრცელებს სულხან მოლაშვილისა და ირინა ენუქიძის ვიდეოებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner