logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ბავშვმაც კი იცის, ვინ და რატომ მოკლა მამაჩემი
- +

17 ოქტომბერი. 2021. 13:45

 

 

„რამდენი მიყურებდა ეჭვის თვალით, რომდესაც ვამტკიცებდი, რომ გურამ შარაძე მოკლა სააკაშვილმა“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე პოსტს აქვეყნებს.

 

„წეღან ვფიქრობდი, რამდენი სიმწარე მაქვს გამოვლილი. თუნდაც ის, ცამდე მართალი რომ ხარ და არ გიჯერებენ. რამდენი მიყურებდა ეჭვის თვალით, რომდესაც ვამტკიცებდი, რომ გურამ შარაძე მოკლა სააკაშვილმა და მოკლა იმიტომ, რომ ის გურამ შარაძე იყო!

თუმცა, სიმწარესთან ერთად, ღმერთმა არაერთი სიკეთეც დამაფერთხა და დღეს იმითაც ვარ ბედნიერი, რომ ბავშვმაც კი იცის, ვინ და რატომ მოკლა მამაჩემი.

დაბადების დღეს გილოცავ, მა!

მინდა შენთან, მაგრამ ჯერ აქაც მინდა, შენი მკვლელების დედისტირება უნდა ვნახო!“- წერს რუსუდან შარაძე.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გურამ შარაძის დაბადებისდღეა, ის 81 წლის გახდებოდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner