logo_geo
eng_logo
ბესარიონ სიმონიშვილი: წლის ბოლომდე, თბილისში, დევნილ ვეტერანთა ოჯახებს 60 ბინას გადავცემთ
- +

17 ოქტომბერი. 2021. 16:00

 

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე, თბილისში, დევნილ ვეტერანთა ოჯახებს 60 ბინას გადავცემთ.

 

„17 ოქტომბერს ვეტერანის დღე აღინიშნება. თითოეულ ვეტერანს ვულოცავ ამ დღეს და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამაგალითო თავდადებისათვის. ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების გათვალისწინებით, 2020 წლიდან, ვეტრანი დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, სპეციალურ პროექტს ვახორციელებთ. წელს, ვეტერან დევნილთა ოჯახებს 160 ბინა უკვე გადავეცით ზუგდიდსა და ქუთაისში და წლის ბოლომდე, თბილისში, კიდევ 60 ოჯახს განვასახლებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 

1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რომელიც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner