logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: არსებულ რეგულაციებზე მონიტორინგი მაქსიმალურად მკაცრი იქნება
- +

20 ოქტომბერი. 2021. 11:49

 

„საბჭოს პოზიცია არის ის, რომ არსებული რეგულაციების აღსრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ოდნავი მატება გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელში - 47%-ზეა ასული. ეს კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. მონიტორინგი ამ მიმართულებით, ასევე მონიტორინგი არსებულ რეგულაციებზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, - აღნიშნა გაბუნიამ.

 

მან კვლავ გაიმეორა, რომ პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ქმედითი რეგულაციებია პირბადის გამოყენება, დისტანცია და ხელის ჰიგიენა. გაბუნიამ აღნიშნა, რომ რეგულაციების აღსრულებასთან ერთად მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაყოლიება და თითოეულმა მოქალაქემ ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა გაიზიაროს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner