logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: იმუნიზაციისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ათვისების დაბალი მაჩვენებელი ვაქცინაციის დაბალი ტემპით არის გამოწვეული
- +

20 ოქტომბერი. 2021. 11:52

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ იმუნიზაციისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ათვისების დაბალი მაჩვენებელი ვაქცინაციის დაბალი ტემპით არის გამოწვეული.

 

„ბიუჯეტი მიჰყვება შესრულებულ ვაქცინაციას. ის, რაც ასახულია ბიუჯეტის შესრულებაში, წარმოადგენს ვაქცინაციის ვიზიტებისთვის გადახდილი ანაზღაურება. ბიუჯეტი დაითვალა მოსახლეობის 60%-იან მოცვაზე. ამ დროისთვის ეს მოცვა არაა მიღწეული, ამიტომაც ბიუჯეტის ათვისება მიჰყვება ამ პარამეტრებს. საინფორმაციო კამპანია ამაში არ მოიაზრებოდა. ეს იყო ​კონკრეტულად ვიზიტებისთვის განკუთვნილი თანხა, მათ შორის 4 ლარი არის ერთი ვიზიტი, 7 ლარი კი მობილური ვიზიტი“, - ამბობს თამარ გაბუნია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner