logo_geo
eng_logo
ფურცელაძის N16–ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
- +

20 ოქტომბერი. 2021. 11:52

 

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ფურცელაძის N16–ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფოტომასალა წარმოადგინა, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე შენობა და როგორ გამოიყურება ის რეაბილიტაციის შემდეგ.

 

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ფურცელაძის ქუჩაზე ისტორიულ შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. იცით ჩვენი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ორბელიანის მოედანს და მის მიმდებარე ქუჩებს. გარდა ამისა, განხორციელდა დარეჯანის სასახლეს რეაბილიტაცია-განახლება, სრულდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. ფურცელაძის N16-ში მდებარე შენობა იყო ავარიული და უმძიმეს მდგომარეობაში. შეიცვალა სახურავი, ასევე, მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, წყალმომარაგების, წყალარინების, ელექტრომომარაგებისა და გაზმომარაგების სისტემა, მოეწყო ახალი კარ–ფანჯარა. თითოეულ დეტალზე, ორნამენტზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner