logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე მარტვილში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ
- +

21 ოქტომბერი. 2021. 15:13

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარტვილში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია და მარტვილის მოქმედი მერი ალექსანდრე გრიგალავა.

 

დღესვე შეხვედრები გაიმართება ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში.

 

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე 21-22 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner