logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: დაუშვებელია, დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილ-ახალაია-ქარდავას სამეულს აქვს ჩადენილი
- +

21 ოქტომბერი. 2021. 15:57

 

 

„ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსების (არა ევროპარლამენტარების) წერილზე შეფასება ერთხელ უკვე გავაკეთე, კვლავ მსურს, აღნიშნულ საკითხს დავუბრუნდე, წერილის პარალელურად რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადება გავრცელდა, რომლებიც უცერემონიოდ ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და რაც მთავარია, უხეშად ერევიან ქართულ მართლმსაჯულებაში. საპასუხოდ საქართველოს პრემიერ მინისტრის ღირსეული განცხადება მოვისმინეთ. ცალსახა, რომ საქართველო ვერავის ჭკუაზე ვერ გაივლის, მით უფრო ევროპარლამენტში ნაკლებად ცნობადი ადამიანის სურვილზე და მოწოდებაზე“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს, მიუხედავად მისი ყოფილი თანამდებობისა:

 

„რა მოგვწონს და რატომ ვილტვით ევროპისკენ? პირველ რიგში, ეს არის სამართლიანობა და კანონის წინაშე თანასწორობა, რომლითაც ევროპა ასე ამაყობს, ჩვენ კი საპირისპიროს გვთხოვენ. ეს არ არის სწორი მიდგომა. თანასწორობა ყველა საკითხში ამოსავალი წერტილია, ჩვენ კი ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილის მხრიდან თანასწორობის პრინციპის დაცვას ვერ ვხედავთ! საბედნიეროდ, ცალკეული დეპუტატების განცხადებები ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციების სრული სიჩუმე, მათი დუმილი სააკაშვილის ირიბ მხარდაჭერას და ბოროტების მხარეს ყოფნას ნიშნავს. დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილ-ახალაია-ქარდავას სამეულს აქვს ჩადენილი. კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს, მიუხედავად მისი ყოფილი თანამდებობისა, სამეულის ბრალეულობა არა მხოლოდ ქართულმა სასამართლომ არამედ ევროპულმა სასამართლომ აღიარა  (თუნდაც გირგვლიანის საქმე გავიხსენოთ)“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner