logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე სამეგრელოში შეხვედრებს აგრძელებენ.
- +

21 ოქტომბერი. 2021. 17:47

 

 

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიაში ავრცელებენ.

 

პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე წალენჯიხაში, მერობის კანდიდატს გოგა გულორდავას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.

 

დღესვე შეხვედრა გაიმართება ზუგდიდში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner