logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: თბილისელებისთვის არჩევანის გაკეთება მარტივი იქნება
- +

23 ოქტომბერი. 2021. 17:01

 

 

„დარწმუნებული ვარ, ხალხის მხარდაჭერითა და თანადგომით დამაჯერებლად გავიმარჯვებ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ერთ მხარეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა თბილისთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხარეს „საერთოდ არაფერი“.

 

„მეორე ტურს რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და ყველა იმ რეგიონისთვის, სადაც მეორე ტური ტარდება. დარწმუნებული ვარ, ხალხის მხარდაჭერითა და თანადგომით დამაჯერებლად გავიმარჯვებ.

 

ჩვენ რა არჩევანი გვაქვს დღეს, ერთ მხარეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს უბნების, რაიონების, ქუჩების მიხედვით; მეორე მხარეს საერთოდ არაფერი. მთელი კამპანიის განმავლობაში არაფერზე არ საუბრობდნენ, არანაირი პროგრამა, არანაირი ხედვა. ამიტომ, არჩევანის გაკეთება თბილისელებისთვის იქნება მარტივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner