logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მოშიმშილე პატიმარი, ვინც საკუთარი ნებით შიმშილობს, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში, პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული, უნდა შეეგუოს, რომ აღარ არის პრეზიდენტი
- +

24 ოქტომბერი. 2021. 15:52

 

 

„ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ყველა მოშიმშილე პატიმარი, ვინც თავისი გადაწყვეტილებით, საკუთარი ნებით შიმშილობს, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული.

 

„უნდა შეეგუოს, რომ ის აღარ არის პრეზიდენტი, როცა კანონზე მაღლა იდგა და ჩაგრავდა და აწამებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა. მინისტრმა რატი ბრეგაძემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული საკითხი, მით უმეტეს, როცა პატიმარი საკუთარი ნებით შიმშილობს, საჭიროების შემთხვევაში, მას სრული კომფორტი აქვს მოწყობილი ციხის საავადმყოფოში და ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს შესაბამისი უწყება, თუ საჭირო იქნება გადაიყვანენ, ყველა პროცედურას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ ისევ დააბრუნებენ საკანში. საოცრებაში ვართ, პირდაპირ, კაცი თვითონ შიმშილობს თუ დიეტაზეა, ეს კიდევ ცალკე საკითხია, ამაზე დამატებით გავაკეთებ განმარტებას, ჯერ არ მინდა, მაგრამ თვითონ იზიანებს თავს, თავის ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს. პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ციხის ადმინისტრაციის და პენიტენციური დაწესებულების და იქ მომუშავე ექიმების ვალდებულება. ჩვენ გადავწყვიტეთ და დამატებითი ექიმების ჯგუფი ჩავრთეთ პროცესში, მეტი გამჭვირვალობისთვის, იმისთვის, რომ ნაკლები საბაბი მიგვეცა სპეკულირებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner