logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან ცუდი სანახავია, როცა გამოდიან ყოფილი თანამშრომლები, თითქოს პოლიციის მუნდირს იცავენ და ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას
- +

24 ოქტომბერი. 2021. 15:54

 

 

„ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი სანახავია, როცა ერთი მხრივ გამოდიან ყოფილი თანამშრომლები, თითქოს პოლიციის მუნდირს იცავენ და მეორე მხრივ ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ჩართულნი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მანიპულაციაში.

 

„ამ ადამიანებს მივმართავ, თქვენც ხომ იცით, რომ ჩვეულებრივად ჩართულნი არიან მანიპულაციაში, გვარამიას გეგმაში, შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არავითარი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner