logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უნდა დავივიწყოთ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, ჩავაბაროთ წარსულს და 30 ოქტომბრიდან გადავერთოთ საქმის კეთებაზე
- +

24 ოქტომბერი. 2021. 18:35

 

 

„უნდა დავივიწყოთ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“, ჩავაბაროთ წარსულს, 30 ოქტომბრიდან გადავერთოთ საქმის კეთებაზე“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თელავში მერობის კანდიდატსა და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდება, რაც ქვეყანას მშვიდი განვითარების საშუალებას მისცემს.

 

„30 ოქტომბერს დასრულდება კიდევ ერთი, სამწუხაროდ, პოლარიზებული არჩევნები და 3 წელი არავითარი არჩევნები აღარ იქნება ქვეყანაში 2024 წლამდე. ეს გვაძლევს მშვიდი განვითარების საშუალებას. შემდეგი 3 წელი თავიდან ბოლომდე ამ ქვეყნის, ამ რეგიონის, თელავის განვითარებას დაეთმობა და ყველა ის პროექტი განხორციელდება, რომელიც ამ კუთხისთვისა და მთლიანად ქვეყნისთვის არის აუცილებელი. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს - 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის პირველი მაჩვენებელი რეგიონის, ევროპის მასშტაბით. მთავარია, ეს ტემპი შევინარჩუნოთ, დანარჩენი ჩვენი საქმე შემდეგი 3 წლის განმავლობაში იქნება თავიდან ბოლომდე ქვეყანასა და ყველა რეგიონზე ზრუნვა. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner