logo_geo
eng_logo
Bloomberg: ევროკომისია ევროკავშირში მოგზაურობისთვის ვაქცინაციის მოქმედების 9-თვიან ვადას გაუწევს რეკომენდაციას
- +

25 ნოემბერი. 2021. 13:14

 

 

ევროკომისია ევროკავშირში მოგზაურობისთვის ვაქცინაციის მოქმედების 9-თვიან ვადას გაუწევს რეკომენდაციას, ხოლო პრიორიტეტი ვაქცინირებულ მოგზაურებს მიენიჭებათ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ევროკომისიის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკომისია ინიციატივით გამოვა, რომ წევრმა ქვეყნებმა გააგრძელონ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით აცრილი ყველა მოგზაურის მიღება. იგი ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, 10 იანვრიდან საზღვრები გაუხსნან მათ, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებითაა აცრილი.

 

გარდა ამისა, ევროკომისია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოქმედების ახალ ვადას განსაზღვრავს, რაც გულისხმობს, რომ 9-თვიანი პერიოდის შემდეგ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება იქნება სჭირო.

 

მანამდე ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, ევროკავშირის საზღვრების კვეთის წესები უახლოეს დღეებში შეიცვლება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner