logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ღარიბაშვილისთვის ამოსავალ წერტილს მოქალაქე და საქართველო წარმოადგენს!
- +

25 ნოემბერი. 2021. 14:52

 

 

„ხშირ შემთხვევაში ქართველი პოლიტიკოსები გაბედული, რისკიანი ნაბიჯის გადადგმას ერიდებიან, პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში კი საპირისპიროს ვხედავთ, ის არ ერიდება გაბედულ ნაბიჯებს, რომელიც შესაძლოა არაპოპულარული, მაგრამ საჭიროა“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

დავით ჩიხელიძე ამბობს, რომ ის სრულად ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, რაც ონლაინ-თამაშების საკანონმდებლო სივრცეში მოქცევასა და მკაცრ კონტროლს გულისხმობს.

 

მისივე თქმით, ახლა, ისევე როგორც წარსულში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივები ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება:

 

„ქვეყნისთვის დიდი ფუფუნებაა, როდესაც პრემიერ მინისტრი საჭიროებების და არა პოპულიზმის მიხედვით მოქმედებს. ღარიბაშვილისთვის ამოსავალ წერტილს მოქალაქე და საქართველო წარმოადგენს! სრულად ვეთანხმები მის ინიციატივებს, საჭირო და აუცილებელია აზარტული თამაშების საკანონმდებლო სივრცეში მოქცევა და მკაცრი კონტროლი (კანონმდებლობა რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ის დახვეწას საჭიროებს) ბიზნესის თავისუფლება კარგია, მაგრამ მას მომხმარებლის ინტერესები არ უნდა ეწირებოდეს. პრემიერი კი სწორედ მომხმარებლის უფლებების დაცვის და ბიზნესის საუკეთესო ინტერესების დაცვით მოქმედებს.

 

ასევე, მნიშვნელოვანია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელმაც საქართველოს თაობები, ხოლო ეკონომიკას დოვლათის შემქმნელი ადამიანები წაართვა. უნდა ვაღიაროთ, რომ ღარიბაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. სწორედ მისმა პრინციპულობამ წარმოშვა ის პატივისცემა, რომელიც დღეს საქართველოს მიმართ არსებობს, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი რომელმაც საერთაშორისო დონეზე საქართველოს როლი მნიშვნელოვნად გაზარდა. ღარიბაშვილის ინიციატივით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ტყვეების გაცვლა განხორციელდა, ასევე, მისი ინიციატივით ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველომ ნატოს ქვეყნებს ლოგისტიკური მხარდაჭერა გაუწია. ახლა, ისევე როგორც წარსულში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივები ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner