logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ
- +

27 ნოემბერი. 2021. 14:54

 

 

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია, კოვიდვაქცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

„ჩვენთვის, ყველაზე ქმედითი რისკების შემცირებაზე მუშაობა და თავის დაცვა იქნება, რათა ახალი შტამი ქვეყანაში აქტიურად არ გავრცელდეს. ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ, რადგან ჩვენ უკვე ვნახეთ „დელტა“ შტამის დამანგრეველი შედეგები. ასე რომ, მომზადების ნაწილში, აქცენტი ვაქცინაციის პროგრამის რაც შეიძლება სწრაფად გაშლაზე უნდა გავაკეთოთ. ეს არის კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზი იმისთვის, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

 

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner