logo_geo
eng_logo
2022 წელს თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება
- +

29 ნოემბერი. 2021. 14:56

 

„2022 წელს თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მინისტრის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ხელფასების გათანაბრებასთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების პროცესიც გაგრძელდება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველწლიურად 60-80 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის განახლებას გეგმავს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner