logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე ჯანმო-ს რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა
- +

30 ნოემბერი. 2021. 12:45

 

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე, განხილვის მთავარი თემა COVID-19-ის ახალი შტამი „ომიკრონი“, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა და დაავადების მიმდინარეობა იყო.

 

მხარეებმა პანდემიის პირობებში ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზეც ისაუბრეს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, კერძოდ პირველადი ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ რეფორმას, რომელიც სფეროში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას ითვალისწინებს.

 

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც ესწრებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner