logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ლელოს“ შეფასება ღარიბაშვილის ინიციატივაზე მოწყვეტილია ყველანაირ არა მხოლოდ ლეგალურ საფუძველს, არამედ საღ აზრსაც
- +

30 ნოემბერი. 2021. 18:06

 

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.

 

სოზარ სუბარის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, რომ მოსახლეობას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს აზარტული თამაშები პრობლემას არ უქმნიდეს.

 

„ლელოს“ შეფასება ღარიბაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით მოწყვეტილია ყველანაირ არა მხოლოდ ლეგალურ საფუძველს, არამედ საღ აზრსაც, რადგან თუ ვინმე დღეს ვერ ხედავს, რომ აზარტული თამაშები უქმნის პრობლემას ჩვენს მოსახლეობას და ახალგაზრდობას განსაკუთრებით, მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ასეთი ადამიანი. მგონია, რომ მედია საქართველოში ერთი-ერთი წარმატებული ბიზნესია და შესაბამისად, არ მგონია, რომ რაიმე შეღავათის დაწესება ამ საბაბით, მედიას პრობლემას შეუქმნის, მე ამის საფუძველს ვერ ვხედავ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner