logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიცია პოპულისტურად ცდილობს, პრემიერის ინიციატივების „გაშავება“ მოახდინოს
- +

30 ნოემბერი. 2021. 17:27

 

 

„ფარმაცევტული ბიზნესის საკითხზე იდეა ძალიან მომწონს, ველოდები კონკრეტულ წინადადებებს. იდეა, რომ ამის რეგულირება მოხდეს აუცილებელია, რადგან სააფთიაქო ვაჭრობა საზოგადოებისთვის ძალიან დიდ პრობლემად იქცა და აუცილებელია ამის მოგვარება. სუბიექტური ვიქნები სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ  საქართველოს კანონმდებლობით ზოგადად სათამაშო ბიზნესი 2005 წლის კანონმდებლობით რეგულირდება, იგი რეალურად უნდა იყოს მეტად დახვეწილი და ძალიან კარგია როდესაც ბატონმა პრემიერმა გააჟღერა ეს ინიციატივა. საქართველოში ბევრ სხვა სოციალური პრობლემებთან ერთად ლუდომანიაც ძალიან პრობლემატური და მზარდი დაავადებაა, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. მე იმედი მაქვს, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულირება მალე დაიწყება და პარლამენტი მხარს დაუჭერს ბატონი პრემიერის ინიციატივას“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე  PIA.GE-სთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სათამაშო და ფარმაცევტული ბიზნესის რეგულირების საკითზე გაკეთებულ განმარტებას.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია პოპულისტურად ცდილობს, რომ ამ კანონპროექტის „გაშავება“ მოახდინოს.

 

„რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი გადასულია იაფფასიან პიარ კამპანიაზე და ესეც ერთ-ერთი გამოსვლა მგონია, რომ თითქოს რაღაც შემოსავლისა და გადასახადების საბაბით „აშავებენ“ ამ კანონპროექტს. ოპოზიციის წარმომადგენლები არაარგუმენტირებულად, დაუსაბუთებლად ისვრიან ფრაზებს და შემდეგ ამას იყენებენ პოპულისტური ნაბიჯებისთვის, თითქოს რეკლამიდან შემოსული თანხები მედიაში რაღაც-რაღაცების განვითარებას ხმარდება. რეალურად მე მქონია შეხება ამ პრობლემასთან, ვსწავლობდი საკითხს და იმაზე ბევრად პრობლემატურია ლუდომანია საქართველოში და დაურეგულირებელი, ვიდრე სხვა შემოსავალი და გადასახადია. ოპოზიციური სპექტრი ცდილობს, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივების ნეგატიურ ასპექტში წარმოჩენით ქულები დაიწეროს, თუმცა საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს, სხვა გამოწვევების წინაშე დგას და არა მგონია, რომ ასეთი კარგი ინიციატივის უარგუმენტოდ კრიტიკამ მოსახლეობაში რაღაც უარყოფითი ეფექტი გამოიწვიოს“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner