logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: ძალიან უხერხულია, რომ „ლელოს“ წარმომადგენლები პარალელს ავლებენ გაუბედურებულ ოჯახებსა და კრიტიკული მედიის დაფინანსებას შორის
- +

30 ნოემბერი. 2021. 18:09

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.

 

ღუდუშაური „ლელოს“ წარმომადგენლებს ურჩევს, ამ შემთხვევაში მაინც შეიკავონ თავი პოლიტიკისგან დაცლილი განცხადებების გაკეთებისგან და მოქალაქეების საჭიროებებზე იზრუნონ:

 

„ძალიან უხერხულია, რომ „ლელოს“ წარმომადგენლები პარალელს ავლებენ გაუბედურებულ ოჯახებსა და კრიტიკული მედიის დაფინანსებას შორის. მე მათ ვურჩევდი, რომ როგორმე, ამ შემთხვევაში მაინც პოლიტიკისგან დაცლილი განცხადება გააკეთონ, ვიწრო პრიზმიდან გათავისუფლდნენ და ფოკუსი ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე გააკეთონ. დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს, რაზედაც საუბარია, ძალიან დადებითი ინიციატივაა“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner