logo_geo
eng_logo
საქართველოში კოვიდინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

1 დეკემბერი. 2021. 11:09

 

 

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 459 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 850 102 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 792 158, გარდაიცვალა 12 119 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner