logo_geo
eng_logo
ხვალ გაირკვევა, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას
- +

1 დეკემბერი. 2021. 13:57

 

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე ექნებათ კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე

 

მისი თქმით, 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს დღესაც შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე.

 

„ვაქცინაციის საბჭოზე განვიხილეთ „მწვანე საშვის“ ამოქმედების საკითხი, ასევე ახალ ვარიაციასთან - ე.წ. ომიკრონის შტამთან დაკავშირებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება და ის, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა, მათ შორის, „ბუსტერ“ დოზების გამოყენების საკითხი იმისთვის, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.

 

გარდა იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე დაცვის ღონისძიებების გამოყენება აუცილებელია, ასევე, ხაზგასმით იქნა აღნიშნული ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების და „ბუსტერ“ დოზების გამოყენების მნიშვნელობა. დეტალურად, დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია და ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებს, რაც ხვალისთვის უკვე მზად იქნება. 18 წელი დარჩება ძალაში „ბუსტერ“ დოზებისთვის და თუ კიდევ დამატებით რეკომენდაციას მოგვცემს ექსპერტთა ჯგუფი, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ. 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე, სხვა შემთხვევაში ეს იყო 6 თვე და ახლა საუბარია 6-თვიანი ინტერვალის შედარებით შემოკლებაზე ყველა პირისთვის.

 

სამთვიანი ინტერვალი დასაშვებია მხოლოდ „სინოვაკისთვის“ და „სინოფარმისთვის“, ხოლო „ფაიზერისთვის“ წინასწარი რეკომენდაციით საუბარი იყო 5-თვიან პერიოდზე 6 თვის ნაცვლად“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner