logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ის, რაც ვერ გაბედა სხვამ, გაბედა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრობლემის გადაჭრის გზები დასახა
- +

1 დეკემბერი. 2021. 15:58

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას ეხმაურება.

 

მისი თქმით, ბოლო წლებში აზარტული თამაშები საქართველოს უმთავრეს გამოწვევად რჩებოდა.

 

ჩიხელიძე სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ 14-17 წლის მოზარდთა 14% ჩამოყალიბებული ლუდომანია.

 

„რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების აუცილებლობაზე ისაუბრა. დღეს უკვე გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივების ნუსხა, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა. ბოლო წლებში აზარტული თამაშები საქართველოს უმთავრეს გამოწვევად რჩებოდა, ის რაც ვერ გაბედა სხვამ, გაბედა ირაკლი ღარიბაშვილმა და პოპულისტური განცხადებების ნაცვლად, პრობლემის გადაჭრის გზები დასახა.

 

რაც შეეხება პრობლემას, აზარტული თამაშები, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის პრობლემაა, ეს სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს, კერძოდ საქართველოში მცხოვრებ მოზარდთა დიდი ნაწილი უკვე ჩამოყალიბებული ლუდომანია (14-17 წლის მოზარდთა 14%), ხოლო არასრულწლოვანთა ნახევარზე მეტს აზარტული თამაშები მინიმუმ ერთხელ მაინც უთამაშია, ასევე საგანგაშოა ციფრები, რომელიც ზოგადად მოსახლეობის აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულებას მიუთითებს, საქართველოს ყოველი მეოთხე მოქალაქე აზარტულ თამაშებს თამაშობს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ერის კატასტროფაა. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის სისწორეს და დადებით შედეგს რამდენიმე წელიწადში დავინახავთ, პრემიერის ინიციატივა თაობებს გადაარჩენს, თაობებს, რომლის დაკარგვის უფლებაც საქართველოს არ აქვს!

 

პრემიერის ინიციატივისგან რამდენიმე საკვანძო საკითხის გამოყოფა შეიძლება. ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდა (რეზიდენტი პირებისთვის). ასევე. შეიზღუდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამოქმედდება სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის ევროპული მოდელი

 

აიკრძალება ყველა სახის რეკლამა და ა.შ.“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner