logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ სწრაფი მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს საქართველოში
- +

1 დეკემბერი. 2021. 15:59

 

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრებად ოთხი მოსამართლის  არჩევას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეხმაურება.

 

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ სწრაფი მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოსთვის. ამიტომ საჭიროა მოსამართლეების გამწესება, რათა მართლმსაჯულების განხორციელება არ შეფერხდეს.

 

ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, დაველოდოთ, „ნაციონალური მოძრაობა“ როდის გადაწყვეტს მობრძანდეს. არ ვაპირებთ, რაიმე საკითხი, მით უმეტეს მოსამართლეთა არჩევის შევათანხმოთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. აქედან გამომდინარე, რომელ არალეგიტიმურობაზეა საუბარი, ეს სავსებით გაუგებარია. „ქართულ ოცნებას“ ქართველმა ხალხმა მესამე ვადით გამოუცხადა ნდობა.

 

კანონპროექტს ბევრი აინიცირებს პიარულად, რომ სალაპარაკო ჰქონდეთ და შემდგომ და შემდგომ არ სურთ კონკრეტული კანონპროექტების განხილვა. სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩემთან მიმართებაში ან ოფიციალურად, ან არაოფიციალურად იყო კომუნიკაცია და სურვილი, რომ კონკრეტული კანონპროექტი გამოგვეტანა, ასეთი შემოთავაზება და კომუნიკაცია არ ყოფილა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner