logo_geo
eng_logo
გიორგი ღიბრაძე: გარკვეული მზადება და კომუნიკაციაა ბიზნესთან ახალი წლისთვის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი
- +

1 დეკემბერი. 2021. 19:19

 

„არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

 

მან საახალწლო ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.

 

„არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება. მთავარი მიზანია, რომ, რაც შეიძლება მალე, დავძლიოთ პანდემია, რაც შეიძლება მალე, გავხსნათ ეკონომიკა ბოლომდე და ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალება მივცეთ. შესაბამისად, ახალი წლისთვისაც, გარკვეული მზადება და კომუნიკაცია ბიზნესთან არის, იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და მეორეს მხრივ, მივცეთ საშუალება, მათ შორის, გასართობ ბიზნესს, რომ საახალწლოდ გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner